Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზელენსკი - რუსეთი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება, ვამზადებთ საპასუხო ზომებს

უკრაინა
434
Frontnews
ზელენსკი - რუსეთი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება, ვამზადებთ საპასუხო ზომებს

უკრაინის დაზვერვისგან მივიღე ინფორმაცია რუსი ოკუპანტების მიერ ახალი მასშტაბური თავდასხმის მომზადების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს მივიღეთ განახლებული ინფორმაცია რუსეთის მიერ მასშტაბური დარტყმისთვის მზადების შესახებ. ჩვენ ვამზადებთ საპასუხო ზომებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დავალებების მნიშვნელოვანი ნაწილის შესასრულებლად ვადები დადგენილია და პირველადი ღონისძიებების გატარება უკვე დაწყებულია.

მედიის ინფორმაციით, აგრესორი ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს. სავარაუდოდ, რუსეთმა ელექტროსადგურების, ქვესადგურების და წყალმომარაგების ობიექტების წინააღმდეგ შეიძლება, 1000-მდე რაკეტა, დრონი და საჰაერო ბომბი გამოიყენოს. გარდა ამისა, ოკუპანტები შესაძლოა, სამი მოქმედი ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეჩერებასაც შეეცადონ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები