Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზელენსკი - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ახალ ტაქტიკას იყენებს

უკრაინა
42
Frontnews
ზელენსკი - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ახალ ტაქტიკას იყენებს

რუსეთი უკრაინაში ქსელებისა და გადამცემი ხაზების განადგურების ტაქტიკას მიმართავს. მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ენერგოწყაროებს მოსწყვიტოს ოდესა, ასევე ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მან მოისმინა ენერგეტიკის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის ანგარიშები რუსული დარტყმების შედეგების ლიკვიდაციის შესახებ.

"ახლა რუსებს ქსელებისა და გადამცემი ხაზების განადგურების ტაქტიკა აქვთ, ცდილობენ, ენერგოწყაროებს მოსწყვიტონ ოდესა, ოდესის ოლქი და ჩვენი დნეპროპეტროვსკის რეგიონი. იქ ვითარება ძალიან რთულია და მნიშვნელოვანი გათიშვებია. ოდესაში კრიტიკული ინფრასტრუქტურა ელექტროენერგიით უზრუნველყვეს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ალტერნატიული მიწოდება იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამჟამად აღდგენითი სამუშაოები გრძელდება დნიპროში, კამენსკოეში, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორი უმაღლესი შესაძლო პროფესიონალიზმით მუშაობს.

"„მნიშვნელოვანია, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ მომარაგების განახლებას. სამხედროებს ასევე ყოველთვის აქვთ კონკრეტული ამოცანები ამ ახალი რუსული ტაქტიკის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახალმა კვირამ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ახალი შედეგები უნდა მოიტანოს. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკვე დაგეგმილია უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეხვედრები მოკავშირეებთან.

"ფაქტობრივად, პარტნიორებთან ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობის ახალ დონეს ვამზადებთ. დაგეგმილია მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირში მეზობლებთან ერთად, რათა უკრაინამ, მთელი ამ რუსული ომის მიუხედავად, შეძლოს თავისი ევროპული ინტეგრაციისა და შეთანხმებების შესრულების დაახლოება, რათა უკრაინას ნამდვილი, სრულფასოვანი ევროპული მომავალი ჰქონდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები