Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზელენსკი - უკრაინა რუსი ოკუპანტების ამ თავდასხმასაც სამართლიანად და შორ მანძილზე დარტყმებით უპასუხებს

უკრაინა
218
Frontnews
ზელენსკი - უკრაინა რუსი ოკუპანტების ამ თავდასხმასაც სამართლიანად და შორ მანძილზე დარტყმებით უპასუხებს

უკრაინა რუსი ოკუპანტების მიერ კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებულ მასირებულ თავდასხმას სამართლიანად და შორ მანძილზე დარტყმებით უპასუხებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ ამ რუსულ თავდასხმას აუცილებლად ისევე ვუპასუხებთ, როგორც სხვა რუსულ თავდასხმებს - სამართლიანად და შორ მანძილზე დარტყმებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყნის თავდაცვის სფერო და შორი რადიუსის იარაღის წარმოება კიდევ უფრო მეტ რესურსს მიიღებს.

20 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა დაიწყო. დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის სირენები დაახლოებით ცხრა საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მტერმა ძირითადი შეტევა კიევის რეგიონზე განახორციელა. ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ღამის თავდასხმის შედეგად 30 საცხოვრებელი შენობა, ასევე სკოლა, საავადმყოფო და საბავშვო ბაღი დაზიანდა.

ამ დროისთვის კიევში თხუთმეტი ადამიანის დაღუპვის შესახებ არის ცნობილი, დაშავდა 40-ზე მეტი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი "ყველაზე ცინიკური, გათვლილი და მასშტაბური" თავდასხმა.

21 აგვისტო კიევში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები