Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზელენსკი - უკრაინამ საკუთარი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7 პირველად გამოიყენა

უკრაინა
218
Frontnews
ზელენსკი - უკრაინამ საკუთარი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7 პირველად გამოიყენა

უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგეს პირველად დაარტყა Fire Point-ის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტით FP-7, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"უკრაინის ტაქტიკური ბალისტიკა. FP-7. პირველი საბრძოლო გამოყენება. გმადლობთ შედეგებისთვის“, - წერს პრეზიდენტი.

მისი თქმით, უკრაინა ასეთ რაკეტებს გამოუშვებს.

ზელენსკის თავდასხმის დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

Fire Point-ის FP-7 2025 წელს წარადგინა, 2026 წლის თებერვალში კი რაკეტის სახმელეთო პლატფორმიდან სატესტო გაშვების ვიდეო გავრცელდა.

FP-7 განკუთვნილია სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად 200 კილომეტრამდე მანძილზე. რაკეტას შეუძლია გადაიტანოს 150 კილოგრამამდე მასის ქობინი, მისი დეკლარირებული სიზუსტე 14 მეტრამდეა. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 1500 მ/წმ-ს, ფრენის სიმაღლე - 65 კილომეტრამდე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები