Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

რეგიონები
519
Frontnews
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი ვახტანგ ღამბაშიძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

ახალი მერი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანმა წარუდგინა.

"კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩევლებს უწყვეტი თანადგომის, ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

მჯერა, რომ სწორი ხედვა, ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომა და ჩვენს მოქალაქეებთან აქტიური თანამშრომლობა ზესტაფონს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს.

ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა ზესტაფონს ღირსეული და განვითარებული მომავალი ჰქონდეს”, - განაცხადა ვახტანგ ღამბაშიძემ.

თაგები:

ზესტაფონი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები