Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზუგდიდს 2025-2026 სასწავლო წელს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს

რეგიონები
231
Frontnews
ზუგდიდს 2025-2026 სასწავლო წელს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.

179 მედალოსანს სიგელები და სასაჩუქრე ბარათები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ გადასცეს.

“ზუგდიდში 158 ოქროსა და 21 ვერცხლის მედალოსანი გვყავს ეს მხოლოდ 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებია. მიხარია, რომ ძალიან ნიჭიერი და წარმატებული თაობა იზრდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. განათლება ჩვენი მომავლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია და სწორედ განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად მივულოცე და მათი შრომისა და დამსახურების აღსანიშნავად, სიგელებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დავაჯილდოვეთ.

ჩვენი მიზანია, მათ შევუქმნათ პირობები საკუთარი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების სრულფასოვნად განსავითარებლად. განათლებისა და განვითარების გზაზე ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება ახალგაზრდების მხარდამჭერი, რომ ერთად შევქმნათ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის კიდევ უფრო ძლიერი და პერსპექტიული მომავალი. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ ახალგაზრდას და ვუსურვებ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და მშობელს, ახალგაზრდების წარმატებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი როლისთვის”- განაცხადა დავით კოდუამ.

ახალგაზრდებს სიტყვით სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ მიმართა:

"თითოეულს გილოცავთ სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი საფეხურის წარმატებით დასრულებას. მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. სწორედ განათლებაზე გადის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და ამისთვის, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან ბევრ პროექტსა და პროგრამას ახორციელებს - მის შედეგებზე კი არაერთი მიმართულებით არსებული მიღწევები საუბრობს.

მადლობა თითოეულ თქვენგან, მადლობა მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა მშობლებს, რომლებიც დღეს ყველაზე ამაყები არიან, რადგან ამხელა ქალაქში, ამდენ მოსწავლეში ეს მიღწევა ნამდვილად საამაყოა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“ - განაცხადა დაჯილდოების ცერემონიალზე სახელმწიფო რწმუნებულმა.

ღონისძიებას ზუგდიდის მერთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, საჯარო სკოლის დირექტორები და მშობლები ესწრებოდნენ.

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები