Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზურაბ ჯაფარიძე - გიორგი ბარამიძე იბრძოდა ამ ქვეყნის ყველა ომში, ის არის ერთ-ერთი გამორჩეულად გაბედული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, ჩემი სრული მხარდაჭერა მას

პოლიტიკა
234
Frontnews
ზურაბ ჯაფარიძე - გიორგი ბარამიძე იბრძოდა ამ ქვეყნის ყველა ომში, ის არის ერთ-ერთი გამორჩეულად გაბედული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, ჩემი სრული მხარდაჭერა მას

გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის, არის თავხედური ცინიზმი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ის სრულად უცხადებს მხარდაჭერას გიორგი ბარამიძეს.

“გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის, ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და დატოვა რუსეთის წინაშე მეგობრების გარეშე, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ბელარუსის უშიშროებასთან და სრული კარტ-ბლანში მისცა ქვეყანაში ცალკე რუსულ სპეცსამსახურებს და ცალკე პრორუსულ ჯგუფებს, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, რომელსაც ფარცხალაძე ჰყავდა გენერალურ პროკურორად და დღემდე მხოლოდ მოსკოვიდან აქებენ და ადიდებენ, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი.

90-იანი წლებიდან მოყოლებული, გიორგი ბარამიძე იბრძოდა ამ ქვეყნის ყველა ომში და მიუხედავად ჩვენს შორის შეხედულებების განსხვავებისა არაერთ საკითხთან მიმართებაში, ის არის ერთ-ერთი გამორჩეულად გაბედული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი. არ სჭირდება დამატებით გამხნევება, მაგრამ ჩემი სრული მხარდაჭერა მას და ყველას ვინც დღეს რეჟიმის ტყვეობაშია“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები