Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზურაბ ქადაგიძე - თენგიზ შარმანაშვილი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს

პოლიტიკა
254
Frontnews
ზურაბ ქადაგიძე - თენგიზ შარმანაშვილი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის პოსტს ეხმაურება, თენგიზ შარმანაშვილის სასამართლო სხდომაზე არყოფნასთან დაკავშირებით.

"ბატონი თენგიზი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს... ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე.

ჯერ იყო და მისი კრიმინალური პარტიის დანაშაულებები "აპრავა", ათასობით მსხვერპლს დასცინა, სააკაშვილის რეჟიმისგან მოკლული ადამიანების ხსოვნას გადაუარა  და ახლა, ვითომ ქილიკობს ჭირისუფალ ადამიანზე?!

არ უნდა აიკრძალოთ კი არა, აუცილებლად უნდა გაქრეთ, პოლიტიკური სივრციდან!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები