Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზურაბ პატარაძე Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაცია დაესწრო

რეგიონები
139
Frontnews
ზურაბ პატარაძე Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაცია დაესწრო

ბათუმში Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, Cipriani-ს ხელმძღვანელი ჯუზეპე ჩიპრიანი, ORBI Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და BLOCK Group-ის მმართველი პარტნიორი თორნიკე ჯანაშვილი.

"საქართველო მსოფლიო დონის პროექტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა, აჭარა კი ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება საერთაშორისო ბრენდებისთვის, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიანი კურსი და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. მსოფლიოს წამყვანი მეგაპოლისების გვერდით ჩიპრიანის ფოკუსში ბათუმის გამოჩენა ჩვენი ქალაქის პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს ბრენდი მთელ მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტების მომსახურებასთან და წარმატებასთან ასოცირდება. დღეს ეს იტალიური გამოცდილება აჭარაში შემოდის და ბათუმს ახალ, გამორჩეულ ხასიათს შესძენს.

ამ პროექტისთვის ბათუმის შერჩევა შემთხვევითი არ არის. ჩვენი რეგიონის მზარდი ცნობადობა და განვითარება ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის სწორი კოორდინაცია ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია - დღევანდელი დღე კი ამის ნათელი მაგალითია" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

Cipriani Batumi ბრენდის პირველი პროექტია რეგიონში. კომპლექსი გააერთიანებს სასტუმრო-რეზიდენციებს, სპა და გამაჯანსაღებელ სივრცეებს, აუზებსა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას. პროექტს ORBI Group და BLOCK Group ერთობლივად განახორციელებენ..

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. ღონისძიების საპატიო სტუმარი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო იყო. მას, როგორც პროექტში რეზიდენციის პირველ მფლობელს, სიმბოლური გასაღები გადაეცა.

პროექტის პრეზენტაციას ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები