ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზურაბ პატარაძე ხულოს სოფლებში ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად რჩება.
ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული ღია მანეჟის, დახურული თავლის, ადმინისტრაციული ცენტრისა და წრიული საცხენოსნო ბილიკების მოწყობას. ერთ ჰექტარზე განთავსებული ღია მანეჟი როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ ცხენოსნებს მოემსახურება.
ზურაბ პატარაძემ სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტი მოიცავს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის, წყაროს, საყრდენი ფერდსამაგრი კედლის, ქვაფენილისა და თანამედროვე გარე განათების სისტემის მოწყობას. მიმდინარე წელს რიყეთის და აგარის ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობაც იგეგმება, რაც სოფლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ღორჯომსა და დიდაჭარაში მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე გაეცნენ.
თაგები:
ზურაბ პატარაძე




