Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზურაბ პატარაძე რევაზ სოხაძეს და გიორგი შონიას შეხვდა

რეგიონები
114
Frontnews
ზურაბ პატარაძე რევაზ სოხაძეს და გიორგი შონიას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი შონიას შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა აჭარაში მიმდინარე პროექტები, მათი განხორციელების ეტაპები და სამუშაოების შესრულების დინამიკა განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ზურაბ პატარაძის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს პროექტების მიმდინარეობის კონტროლს, რათა სამუშაოები დადგენილ ვადებში და შესაბამისი სტანდარტების დაცვით შესრულდეს.

შეხვედრას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები