Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს დაგლას უებს შეხვდა

რეგიონები
260
Frontnews
ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს დაგლას უებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, აჭარაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა ათწლეულებია წარმატებით ვითარდება. UNDP-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის, რისკების მართვისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა მიმდინარე პროექტების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების გააქტიურებაზე იმსჯელეს და პარტნიორობის გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები