ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიმ ჰიონ დუს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიმ ჰიონ დუს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობა თანმიმდევრულად ვითარდება და დღეს უკვე ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა ტურიზმი, ეკონომიკა, განათლება და ინვესტიციები.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.
თაგები:
ზურაბ პატარაძე




