ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზურაბ პატარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

ავტორი
Frontnews საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების სერგო მეთოფიშვილის და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
მიხეილ ყაველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოსამართლეებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ხოლო გოგა კიკილაშვილი მიხეილ ყაველაშვილმა დანიშნა. ახლად განწესებულ მოსამართლეებს იურიდიულ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.
თაგები:
ზურაბ პატარაძე




