Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

რეგიონები
50
Frontnews
ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს.

სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საბჭოს განსახილველად წარუდგინა საკითხები, რომლებიც რეგიონის პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას უკავშირდება.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებას, დასაქმების შესაძლებლობების ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები