Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზვიად ბაზაძე ფესტივალ "თეატრალური იმერეთი 2026“-ის ფარგლებში, სპექტაკლ "განთიადამდე შეჩერებულების“ პრემიერას დაესწრო

რეგიონები
183
Frontnews
ზვიად ბაზაძე ფესტივალ "თეატრალური იმერეთი 2026“-ის ფარგლებში, სპექტაკლ "განთიადამდე შეჩერებულების“ პრემიერას დაესწრო

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, ფესტივალ "თეატრალური იმერეთი 2026“-ის ფარგლებში, სპექტაკლ "განთიადამდე შეჩერებულების“ პრემიერას დაესწრო.

თერჯოლის თეატრალურმა დასმა, თანამედროვეობისთვის აქტუალურ თემაზე, მაია მარუაშვილის პიესა "განთიადამდე შეჩერებულები“, ტატო პატარიძის რეჟისურით წარმოადგინა.

მე-17 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი სპექტაკლი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის და ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების  ცენტრის ორგანიზებით, კულტურის სახლში გაიმართა. 

ღონისძიებას მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ჯემალ ისაკაძე, სერგი ჯიხვაშვილი, ფესტივალის ჟიური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 24 ივნისს დაიწყო და 2 ივლისს დასრულდება.

სპექტაკლის "განთიადამდე შეჩერებულების" შემდეგი ჩვენება თერჯოლის კულტურის სახლის დარბაზში,  6 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები