Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

პოლიტიკა
463
Frontnews
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.

ზვიად გაბისონიას განცხადებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ექნებათ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები შედგება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები