Logo

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2027 წლის 6 მარტამდე შეაჩერა

პოლიტიკა
371
Frontnews image description

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით - 2027 წლის 6 მარტამდე შეაჩერა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნული თანამდებობის მქონე პირებს შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა მოეთხოვებათ.  

ევროკომისიის განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება მმართველობასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს არ მოაგვარებს, კომისიას შეუძლია შეჩერება 24 თვემდე გაახანგრძლივოს. 

დღესვე იქნა მიღებული რეკომენდაციები წევრი სახელმწიფოების საკონსულოებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის, რათა მათ ეფექტურად უზრუნველყონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ეს რეკომენდაციები მოიცავს - ევროკავშირის საზღვრებზე საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ გაძლიერებულ შემოწმებას. 

ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.

ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ყველა წევრი ქვეყანა აღასრულებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები