Logo

1 270 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
339
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 335 110 (+1270) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.12.2023-მდე: ტანკები – 5600 (+13), ჯავშანტექნიკა – 10 456 (+40), საარტილერიო სისტემები – 8024 (+37), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 919 (+6).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 605 (+0), თვითმფრინავები – 324 (+1), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 6083 (+51), ფრთოსანი რაკეტები – 1570 (+0).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 22 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 10 532 (+49), სპეციალური ტექნიკა – 1153 (+5).

Advertisement