
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს და ვეზირ გორგაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა.
სოფელ ჭერში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს იუბილე მიულოცა ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ.
უხუცეს ქალბატონს ოთხი შვილი ჰყავს, ცხრა შვილიშვილი, ოცი შვილთაშვილი და ოთხი შვილთაშვილის შვილი. ხოლო, სოფელ ხიხაძირში მცხოვრებ ვეზირ გორგაძეს კი სამი შვილი, თოთხმეტი შვილიშვილი და ორმოცდაორი შვილთაშვილი.
ამ დროისთვის აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის 30 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 112 წლის ნაქიფე დავითაძეა.
უხუცესებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5 000 ლარის ოდენობით გადაეცათ. 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების თანხა 2026 წელს 1500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს