Logo

1 ივნისს ფოთის მერია პატარებს მრავალფეროვან საბავშვო პროგრამაზე იწვევს

რეგიონები
130
Frontnews image description

1 ივნისს,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ფოთში პატარებისთვის მრავალფეროვანი და მხიარული ღონისძიება გაიმართება.

ფოთის მერიის ინფორმაციით, 12:00 საათიდან  მოეწყობა საზეიმო მსვლელობა არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის მარშ ბენდის თანხლებით. აღმაშენებლის ხიდზე შესრულდება  ქორეოგრაფიული ნომერი "მოცეკვავე ანბანი“ - სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერის" ფინალისტების, ქორეგრაფიული ანსამბლ "არგონავტების" მიერ.

ფოთის ცენტრალურ პარკში პატარებს ელოდებათ: გასართობი შოუ პროგრამა  ანიმატორებისა და ზღაპრის გმირებთან ერთად; აკაკი ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებული ხატვის სტუდია "მზესუმზირების“ აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა, სამეცნიერო პიკნიკი სტივ ჯობსისი ამერიკული აკადემიის ორგანიზებით; სპორტული სანახაობები; სამაგიდო თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში);

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო კონცერტით დასრულდება, რომელშიც  ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

საზეიმო ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ტარდება.

Advertisement