
ავტორი
Front News საქართველო
10 დეკემბერს თბილისის დროით, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი Zoom პლატფორმის მეშვეობით შეხვედრას გამართავს ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა საქართველოდან მიაწვდინოს ხმა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით.
კამპანიის მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპას ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ, 2023 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, დაუკავშირდეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით: administration@president.gov.ge და მოგვაწოდოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს