10 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 2 825 ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 650 986 (+2 825) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 28.11.26-მდე: ტანკები – 12 517 (+3), ჯავშანტექნიკა – 26 038 (+35), საარტილერიო სისტემები – 52 900 (+42), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 312(+6).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 782 (+10), თვითმფრინავები – 456 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 253 (+10); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 623 676 (+1 359), ფრთოსანი რაკეტები – 5 278 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 36 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 181 327 (+575), სპეციალური ტექნიკა – 4 958 (+7).





