Logo

1000-ზე მეტი ოკუპანტი, 23 ჯავშანტექნიკა, 5 დრონი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1339
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 169 170 (+1020) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 24.03.2023-მდე: ტანკები – 3 574 (+4), ჯავშანტექნიკა – 6 921 (+23), საარტილერიო სისტემები – 2 616 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 511 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 276 (+3), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 208 (5), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+2). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5 464 (+12), სპეციალური ტექნიკა – 277 (+4). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ რუსი დამპყრობლების განადგურებას. ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი დანაკარგის მიუხედავად, მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციებს.

Advertisement