Logo

112-სა და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოება
1220
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 
შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების მიზანს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

 
თანამშრომლობის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სასწავლო ცენტრში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლებს, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით შესაბამისი სწავლება ჩაუტარდებათ.

 
შეხვედრის დასასრულს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა „112“-ის დირექტორს თანამშრომლობისა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თაგები:

112
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები