Logo

12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალი
164
Frontnews
12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, ავტომობილის სალონში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან  ნივთმტკიცებად ამოიღეს, 2 შეკვრად დაფასოებული 12 კილოგრამამდე "მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები