12 წლის გოგონას გარდაცვლილების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვლილების საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გოგონა გარდაცვლილი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თაგები:
გამოძიება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს