Logo

14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება

საზოგადოება
1077
Frontnews image description

14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ეგიდით თბილისში შეხვედრა გაიმართება.

 

შეხვედრა ჩატარდება 14 ნოემბერს, 14.30  საათზე დიღომში,  ბელიაშვილის ქ. 62-ში მდებარე საკონცერტო დარბაზში.

 

ღონისძიებას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

კავშირის თავმჯდომარის რამაზ ყურაშვილის ინფორმაციით, დიაბეტის მსოფლიო დღის 2021-23 წლის თემაა დიაბეტის მოვლის ხელმისაწვდომობა. 2022 წელს კამპანია ფოკუსირებულია ჯანდაცვის პროფესიონალებისა და დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის  დიაბეტის მიმართულებით  განათლებაზე  წვდომის აუცილებლობაზე.

 

ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს დიაბეტით 537 მილიონი ზრდასრული ადამიანი (1 10-დან) ცხოვრობდა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება 643 მილიონამდე 2030 წლისთვის და 783 მილიონამდე 2045 წლისთვის.

 

დიაბეტით დაავადებული 2 მოზრდილიდან თითქმის 1 (44%) რჩება დიაგნოზის გარეშე (240 მილიონი). უმეტესობას აქვს ტიპი 2 დიაბეტი.

 

დიაბეტით დაავადებული 4-დან 3-ზე მეტი ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. 541 მილიონ ზრდასრულ ადამიანს აქვს  ტიპი 2  დიაბეტის განვითარების რისკი. 1,2 მილიონზე მეტი ბავშვი და მოზარდი (0-19 წელი) ცხოვრობს ტიპი 1 დიაბეტით. 6  ნაყოფიდან  1 ვითარდებოდა  (21 მილიონი) ორსულობის დროს დედის  ჰიპერგლიკემიის ფონზე.

 

2021 წელს შაქრიანი დიაბეტის შედეგად დაიღუპა 6,7 მილიონი ადამიანი.

 

მსოფლიო დიაბეტის დღეს მსოფლიო 1991 წლიდან აღნიშნავს, საქართველოში კი 1992 წლიდან აღინიშნება.

თაგები:

ჯანდაცვა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები