Logo

14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სამართალი
57
Frontnews
14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ცდილობდა მასთან ნდობაში შესვლას. ასევე, მის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ადევნება) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", - აცხადებენ პროკურატურაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები