15 ნოემბერს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

ავტორი
Frontnews საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
"ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ამინდი




