15 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

გაზიარება
ავტორი
Front News საქართველო
15 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.
მოზარდი ბოლოს სათვალთვალო კამერებმა გასულ ღამეს საირმის ქუჩაზე დააფიქსირეს, შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.
ცხედარი ერთ-ერთ მშენებარე კორპუსთან ნახეს.
მომხდარზე თავდაპირველად გამოძიება გაუჩინარების მუხლით დაიწყო, ახლა კი სავარაუდოდ, 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაგრძელდება.





