Logo

16 ტანკი, 24 ჯავშანტექნიკა და 790 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
578
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 145 850 (+790) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 23.02.2023-მდე: ტანკები – 3 350 (+16), ჯავშანტექნიკა – 6 593 (+24), საარტილერიო სისტემები – 2352 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 471 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 244 (+1), თვითმფრინავი – 299 (+0), ვერტმფრენები – 287 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2029 (+3), ფრთოსანი რაკეტები – 873 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 215 (+3), სპეციალური ტექნიკა – 228 (+2). 

Advertisement