Logo

160 000 ლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

სამართალი
469
Frontnews
160 000 ლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

"კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს მოქალაქეებს თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში კოტეჯების აშენებას დაჰპირდა.

ბრალდებულმა მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ წინასწარ მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეასრულა და მოტყუებით დაეუფლა მათ კუთვნილ 160 000 ლარს.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოქალაქეებს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები