Logo

17 მარტამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

საზოგადოება
1174
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.  

 

15-16 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 მარტისთვის დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს. 

 

თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები