Logo

18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს გიორგი ნემსაძე გაწვრთნის

სპორტი
202
Frontnews image description

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე დაიკავებს. 2025 წლის ზაფხულიდან იგი ნაკრებში შერკინების მწვრთნელად მუშაობდა.

41 წლის გიორგი ნემსაძემ რაგბის თამაში 15 წლის ასაკში ქუთაისის "აიაში" დაიწყო. მეორე-მესამეხაზელის სანაკრებო დებიუტი 2005 წელს ჩილეს წინააღმდეგ შედგა. 14 წლის განმავლობაში ის ბორჯღალოსნების შეუცვლელი მოთამაშე იყო და ჯამში 95 კეპი მოიხვეჭა, რომლებშიც 14 ლელო გაიტანა. ნემსაძე 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე მონაწილეობდა და ის ნაკრებთან ერთად რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 10-ჯერ გახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის დავით კაჭარავას არჩევის შემდეგ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, მთავარი მწვრთნელი თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში შეიცვალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები