Logo

187 956 ლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

სამართალი
389
Frontnews
187 956 ლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ორ მოქალაქეს სავალუტო ბიზნესში ჩართვა და ყოველთვიური მოგების მიღება შესთავაზა, ამ მიზნით კი მათ სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა. თუმცა, ბრალდებულმა შეთანხმების პირობები არ შეასრულა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ კუთვნილ თანხას, ჯამში - 187 956 ლარს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები