Logo

Logo

2022 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

პოლიტიკა
Frontnews image description

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო, 2022 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა 2026 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2026 წლის 1 ოქტომბრამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება - გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები