Logo

21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა

რეგიონები
55
Frontnews
21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა

21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა - მარი ზანაქიძემ და ლელა სურმანიძემ, ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სამინისტროს „ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბენეფიციარები მოინახულეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავშესაფარში ფსიქიკური პრობლემების მქონე, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადებით, სისხლძარღვოვანი და სხვა ტიპის დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტები უზრუნველყოფილი არიან სადღეღამისო მომსახურებით, რაც გულისხმობს როგორც სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას, ისე მორალურ მხარდაჭერას. ამჟამად, პროგრამით ერთდროულად 50 ბენეფიციარი სარგებლობს.

ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამას სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდში პროგრამით 800-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, პროგრამის ფარგლებში კი 7 მილიონ 300 ათას ლარამდე გამოიყო. მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად 1 მლნ 460 000 ლარია გათვალისწინებული.

2026 წლის გზავნილია „რაც უფრო ადრე იცნობ, მით მეტი შეგიძლია გააკეთო - დემენციის დიაგნოზს მნიშვნელობა აქვს". 21 სექტემბერი გვახსენებს, რომ დაავადების მიღმა ყოველთვის ადამიანია - თავისი ისტორიით, ემოციებითა და ღირსებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა, რომელიც პაციენტებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები