Logo

21 ტანკი, 24 ჯავშანტექნიკა და 700-ზე მეტი ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
19.03.2023 / 11:01
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 164 910 (+710) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 19.03.2023-მდე: ტანკები – 3 532 (+21), ჯავშანტექნიკა – 6 853 (+23), საარტილერიო სისტემები – 2 568 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 507 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 268 (+3), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 159 (0), ფრთოსანი რაკეტები – 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5408 (+4), სპეციალური ტექნიკა – 262 (+3). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 83 თავდასხმა მოიგერიეს.

Advertisement