Logo

21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
1030
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია.

მანამდე სასამართლოს შენობაში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მანდატურებს და შეკრებილ მოქალაქეებს შორის იყო. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობიდან.

სასამართლოში ამ დროისთვისაც ხმაური და შეხლა-შემოხლაა.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.

Advertisement