
ავტორი
Front News საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნული იქნება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება. 22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში 20 მაისს გრილი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15, +17, 21 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს