24 834 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 4 353 მკურნალობს

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა – 360, იმერეთი – 407, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 205, გურია – 123, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 834 საიდანაც:
• 4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 027, აჭარაში – 510, იმერეთში – 751.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 115 პირი, მათ შორის, თბილისში – 544, აჭარაში – 120, იმერეთში – 283. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში – 151, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.
• 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 607 – თბილისში, 204 – აჭარაში.
• 19 560 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 832 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




