Logo

24 დაღუპული, 48 დაშავებული - კიევში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა

უკრაინა
106
Frontnews image description

კიევში 14 მაისს რუსული საჰაერო დარტყმის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა, ცნობილია 24 დაღუპულის და 48 დაშავებულის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

კლიმენკოს თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 28 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ამჟამად, დადასტურებულია 24 ადამიანის დაღუპვა, მათ შორის სამი ბავშვია - დაღუპულებს შორის არიან 12, 15 და 17 წლის გოგონები. კიდევ 48 ადამიანი დაშავებულია.

თითქმის 400-მა ადამიანმა მიიღო დახმარება სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ეროვნული პოლიციის ფსიქოლოგებისგან, რომლებმაც ტრაგედიის ადგილზე კონსულტაციები და მხარდაჭერა გაუწიეს დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს.

კიევმა 15 მაისი მასშტაბური რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოაცხადა.

"ამ ტიპის რუსეთის ნორმალიზება შეუძლებელია. რუსეთის, რომელიც განზრახ ანადგურებს სიცოცხლეს და იმედოვნებს, რომ დაუსჯელი დარჩება. ზეწოლა აუცილებელია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა კიევზე 14 მაისის ღამეს მოხდა. მტრის რაკეტა მათ შორის ერთ-ერთ ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რამაც ერთ-ერთი სადარბაზო მთლიანად გაანადგურა.

წინასწარი მონაცემებით, რუსებმა კიევში საცხოვრებელ შენობას Х-101 რაკეტით დაარტყეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ძალებს და სპეცსამსახურებს რუსეთის თავდასხმაზე საპასუხო ზომების მომზადება დაავალა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის რაკეტებს კვლავ შეზღუდვების გვერდის ავლით მიღებული უცხოური კომპონენტების გამოყენებით აწარმოებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები