24 საათში საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 856 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 32 470 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28.95%
თაგები:
კორონავირუსი




