28 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 122 209 აცრა ჩატარდა

ავტორი
Front News საქართველო
28 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 122 209 აცრა ჩატარდა, მათ შორის 27 აგვისტოს 26 734 ადამიანი აიცრა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის ერთი დოზით აცრილია 760 899 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 26,6 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 361 310, რაც მოზრდილი მოსახლეობის 12.7 პროცენტს შეადგენს.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 053 პაციენტი. გარდაიცვალა 74 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




