Logo

"4 ოქტომბერს, 15:00 საათზე ვიკრიბებით აქ, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც დიდი ახალგაზრდული რევოლუციური ტალღა დაიძვრება"

საზოგადოება
33
Frontnews image description

4 ოქტომბერს, 15:00 საათზე ვიკრიბებით აქ, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც დიდი ახალგაზრდული რევოლუციური ტალღა დაიძვრება და შეუერთდება რუსთაველის გამზირზე გამარჯვებისთვის გამოსულ ჩვენს თანამემამულეებს, - ამის შესახებ ახალგაზრდული პლატფორმის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე მყოფ აქტივისტებს შეუერთდება.

"გადავწყვიტეთ, მიუხედავად ჩვენ შორის არსებული განსხვავებებისა, დავდგეთ ერთად ამ გადამწყვეტ მომენტში და გადამწყვეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ სწორედ საკუთარ თავზე ამ გამარჯვების გზაზე.

კონკრეტული სამომავლო ნაბიჯების შესახებ მომდევნო დღეებში უფრო დაწვრილებით კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ მოგახსენებთ.

ახლა გვინდა ჩვენი თაობის წარმომადგენლებს მივმართოთ  და გაცნობოთ, რომ 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე ვიკრიბებით აქ, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც დიდი ახალგაზრდული რევოლუციური ტალღა დაიძვრება და შეუერთდება რუსთაველის გამზირზე გამარჯვებისთვის გამოსულ ჩვენს თანამემამულეებს. გელოდებით ყველას", - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement