Logo

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

სამართალი
212
Frontnews image description

საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდა.

ყველა მათგანი დღეს, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. რვავე პირს საპროცესო შეთანხმება 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა. 

აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდავო გახადეს.

აღნიშნული პირები კი არიან - ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური, თემურ ქურციკიძე და ალექსანდრე ხაბეიშვილი.

საქმეში კიდევ 4 პირი მონაწილეობდა, თუმცა მათ ბრალის აღიარებაზე უარი განაცხადეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები