4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე, ნანა სანდერი და ანტონ ვარდანიძე საპატიმროს რამდენიმე დღეში დატოვებენ

ავტორი
Frontnews საქართველო
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს, ნანა სანდერს და ანტონ ვარდანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.
საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, მათ რეალური სასჯელის სახით ერთი წელი და ერთი თვე განესაზღვრათ. მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებენ.
დღესვე გამოცხადდა გადაწეტილება ნანა სანდერთან ერთად მსჯავრებულ პირებზე – აბო ნავერიანსა და მარიამ მეყანწიშვილზე, რომელთა მიმართ სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, კერძოდ, აბო ნავერიანს ხუთწლიანი პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილის 5000-ლარიანი ჯარიმა.
პარალელურად გრძელდება იმ პირთა საქმის განხილვა, რომლებიც საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებენ. ნაწილის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
4 ოქტომბრის საქმეზე სულ 64 პირი მიეცა პასუხისგებაში, საიდანაც 50-მა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
თაგები:
4 ოქტომბრის საქმე




