Logo

40 000 ევროს თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

სამართალი
182
Frontnews
40 000 ევროს თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, კიდევ ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

კერძოდ, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ინოვაციური პროგრამის შექმნასა და მისი ამოქმედების შემდეგ მიღებული მოგების განაწილებას დაჰპირდნენ, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ 150 000 აშშ დოლარს.

ამასთან, ბრალდებულებმა უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი მოტყუებით დაარწმუნეს, რომ 40 000 ევროს სანაცვლოდ კომპანიისთვის სარეკლამო ვებგვერდს შექმნიდნენ და საძიებო სისტემებში მოწინავე ათეულში მოხვედრას უზრუნველყოფდნენ.

თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებულთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტეს და მის კუთვნილ 40 000 ევროს თაღლითურად დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები