Logo

45 870 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თაღლითურად მითვისების ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს

სამართალი
193
Frontnews
45 870 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თაღლითურად მითვისების ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სამშენებლო მასალების მაღაზიის მეპატრონეს 45 870 ლარის ღირებულების მასალა იმ პირობით გამოართვა, რომ თანხას მოგვიანებით გადაუხდიდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და აღნიშნული მასალები თაღლითურად მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები